ვიცით
#ლექსები ნინო დარბაისელი ვიცით ვიცით - ნახტომნი, ვიცით - ყირანი. ვიხსენებთ - დანავიწყებს: საქართველოში - ყველა ტირანი ლექსების წერით იწყებს. ვცნობთ მოღალატეს, ნურავინ გვიწყენს, ღალატზეც - ავიცერით, მაშ, გაუმარჯოს, ვინც კი არ იწყებს, ვინც დაამთავრებს წერით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი