მარსი
მარსი ეს დღეები სულ გუსტავ ჰოლსტის შედევრს ,, პლანეტებს” ვიხსენებ. მის პირველ ნაწილზე - მარსზე - ესეც კი შემომეწერა. ( ვიცი, არ მითხრათ, რომ კინომუსიკა აქტიურად იყენებს ამ მუსიკას! კერძოდ,, უილიამსის “ვარსკვლავური ომების” მუსიკალური გაფორმება ამას ეყრდნობა. #ჩემი_მხიარული_რითმებიდან ნდს მარსი ვერ გავიგე მიწის არსი, ცაში წაველ, ვნახე მარსი, ვჭერი, ვჭერი მარსის გარსი, გამომადგა ეს დღე თარსი, თურმე მარსიც არის ფარსი ვიღაც - ცალწვერგასაპარსი?! - მიპასუხე, მარსო, მარსო, რად არ მიღებ მე - სტუმარსო, ენატკბილად მოუბარსო? ეჰ, მივხედო მონაგარსო, ჩემს სახნავს და დასაბარსო! ოჯახისთვის მოსახმარსო და მივხედო ისევ ქმარსო, შენკენ ცქერა უკვე - კმარსო! https://youtu.be/4AjlaT7kxFk
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი