ტრაგედო


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ტრაგედო
      (თვითონ გონდოლიერები სამსახურში ტრაგედოს  დაჰყავს)

 აბა,  აქ რაღა მოსაყოლია, 
ბოძზე მიბმული მოსჩანს  ტრაგედო.
 მდინარის რხევამ აიყოლია, 
შექმნილი  სხვათა  მოამაგედო…

ადგილობრივთა - სხვა არის ყოფა, 
სხვა - ტურისტები რასაც ხედავენ, 
უცხოსთან წრფელად  რა  გაიყოფა!
ნაკვნესი  ხეთა  - რჩებათ ხეთავე!

როგორ ბნელდება დასალიერი, 
დროა, სამტრედეს - მტრედმაც იძინოს, 
როგორ დაგეძებს  გონდოლიერი,
სად  მოგიძიოს,  სიმწრით იცინოს?

 გიამბო მთვარემ, ბედად   რა გედო?
ტრაგედიაა ყოფა - ტრაგედო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი