რითმა და მაგალის მაგალითი (მაგალი თოდუაზე)
ნინო დარბაისელი
,,რითმა და მაგალის მაგალითი''
- - - - - - - - - - - - - -
- -
ყველა სხვა ღირსებებთან ერთად, ბატონი მაგალი თოდუა უაღრესად საინტერესო, ენამახვილი, მეტიც, გონებამახვილი მოსაუბრე იყო. (მხოლოდ ენამახვილობით საქართველოში ვის გააკვირვებ).
ერთხელ მიამბო:
-ვარ ცნობილი პოეტების წრეში ერთხელ სუფრაზე და უსაშველოდ გაგრძელდა კამათი, რა არის კარგი რითმა და როგორი უნდა იყოს. მთელი ქართული პოეზია გადმოაბრუნეს, დიდი პოეტებიდან ვის აღარ დაუწუნეს რითმა, მაგალითების მოყვანით.
მე ხმას არ ვიღებ. ვზივარ ჩემთვის. ეტყობა, ერთმა მოკამათემ შემატყო მოწყენილობა და პირდაპირ მე მეკითხება:
- ბატონო მაგალი, თქვენ რას იტყვით! კარგი რითმა რომელიაო.
- კარგი რითმა ისაა, რომელიც კარგ ლექსში ზის - მეთქი, ვუპასუხე.
ეს ბატონმა მაგალიმ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მიამბო და სამუდამო გაკვეთილად დამრჩა.
მას მერე მხოლოდ ასე და არა სხვანაირად ვზომავ რითმის ღირსებას... თორემ სიტყვის სიტყვასთან ჟღერადობრივი კავშირების დაჭერის პათოლოგიური ჩვევა, მე რომ მაქვს, ისეთი უნდა, მაგრამ ეს პოეზიისა და ლექსის კი არა და ნეიროლოგის სფეროს უფრო უნდა ეკუთვნოდეს.
ნათელი დაადგეს ბატონი მაგალის სულს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი