ბუკლეტი (ვახუშტი, ჩუბჩიკა, ალექსი)


Toto Mirzashvili

 #მემორია
ბუკლეტი

ახლა გამახსენდა, 
იქნებ ვინმეს ჩაწერილი და გამოქვეყნებულიც  ჰქონდეს.
იყოს მაინც!
ალექსი ჭინჭარაულისაა, 
 ვახუშტი კოტეტიშვილსა და  ჩუბჩიკაზე ანუ თენგიზ მირზაშვილზე.  
    
   1978 წლის 14 აპრილი ახლოვდება. ფილარმონიის  ცნობილ ფოლკლორულ საღამოს ამზადებენ ეს სამნი.  
მგონი სულაც წინა დღეა.
    თითქოს  იმ რია-რიაში საქმე აკლდათ, უცებ დარეკეს “ზემოდან”, სასწრაფოდ, ბუკლეტი გააკეთეთ,  ხალხური ლექსები ხელნაწერად იყოს, ჩუბჩიკამ გრაფიკულად გააფორმოს, ცარცის ქაღალდზე დაიბეჭდოს  და ყველა სკამზე ჩამორიგდეს ფილარმონიაშიო. 
   სხედან ორნი,  მაშინ ხომ მობილურები არ იყო, არა? არც კომპი. 
ტიპოგრაფიაში  ლამის ყველაფერი ხელით კეთდებოდა ანუ ღამე  იქ უნდა გაათენონ!
   პაპას ვერ უკავშირდებიან, ჩქარობენ და წვალობენ. უცებ კარი იღება და პაპა ლექსით შემოდის:

მთავრობას შემოუთვლია, გააკეთეთო ბუკლეტი,
ბუკლეტის შესადგენათა (?- ზუსტად არ მახსოვს აქ- სიტყვა- ნ.დ.) დამჯდარა ორი დუპლეტი,
ერთს ჯინსის კურტკა აცვია, მეორეს - პალტო ბუკლეთი,
ავდექ და მეც მივუმატე კაფია - ორი კუპლეტი. 

ნეტა ვის ახსოვს ჩუბჩიკას ის  ცნობილი პალტო, 
შავ- თეთრი, დახორკლილი?
მე მაშინ  სამი წელი მაკლდა, ჯერ ჭინჭარაულების რძალი არ ვიყავი. 

ერთხელ ჩუბჩიკას  რაღაც ასეთი ვუთხარი, შენ რომ უკეთეს ქვეყნად იქნები, ასეთი თანამდებობასავით უნდა დაარსდეს,, ქართული კულტურის ჩუბჩიკა”. 
ასეთი იყო, უამრავი  ეროვნული საქმის დაუზარლად  გამკეთებელი ბოლოს უკან იმალებოდა. ვეღარ იპოვიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი