შატილიონნი


#მემორია

 ნდს 

შატილიონნი

  უი, რა გამახსენდა. თეო რომ ძალიან პატარა მყავდა,  მოფერებისას ასე ვეუბნებოდი: 
   ,,ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო, ლამაზთა ულამაზესო, ჭკვიანთა უჭკვიანესო-მეთქი” . 
    ჩემს  პირად მეგობრებს   თეო კარგად ახსოვთ პატარა, უზარმაზარი ლურჯი თვალებით,  ლოყაწითელი, ქერა - წელამდე დაყრილი კულულებით…
   ხუთისა არ იყო, შატილში გავუშვი  მთელი ზაფხულით, ნინოდედასთან (ასე ვეძახდით ჩემს დედამთილს)  ერთად,  ბიძაშვილებში.
    ჩამოვიდა და მეუბნება,  (თან ხელებს იშველიებს), შენ რომ მეძახი,  ჩემო ერთადერთო და განუმეურებელოო,  არა?!
აი, შატილში ჩემისთანა ბავშვები სულ  ბღუჯა- ბღუჯა ყრიაო”.
   ვიღაცას ჯგუფური შავ-თეთრი სურათები გადაუღია ბავშვებისთვის და რომ დავხედე,  უცებ შემეშალა  და  ერთი იქაური ბავშვი მეგონა ჩემი.  აი,  მართლა სულ ერთნაირები იყვნენ: 
 ყველანი ქერები,  ხუჭუჭები, მრგვალპირისახიანები, სახასიათო ცხვირპირით, დიდი თვალებით…
ახლა როგორები დადგნენ,  სადღა ვიცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი