იარეთ! (გიორგი ცაბაძესა და მის შვილებზე)


#თავშესაქცევი
#თბილისური_ამბებიდან

იარეთ!

      როგორც მახსოვს, ისე მოვყვები და თუ რამე მეშლება, მაპატიეთ.
   კომპოზიტორ გოგი ცაბაძეს  ერთხელ ცოლმა უსაყვედურა:
- მუსიკის გარდა არაფერი გაინტერესებს, საოჯახო საქმეებში საერთოდ არ მონაწილეობ, ისიც არ იცი, ჩვენი ბიჭები რას აკეთებენ, როგორ იზრდებიანო.
   საღამოთი ბატონი გოგი ეძახის შვილებს და ეუბნება, თქვენთან კაცურად მინდა დავილაპარაკოო. კარი  შეიხურა,
დასხა. ჯერ გამომცდელად უყურებს, უყურებს და მერე ეუბნება:
- თქვენ გგონიათ, ხმას რომ არ ვიღებ, მართლა არაფერი არ ვიცი, არა?  მე ყველაფერს   კარგად ვხედავ, ყველაფერს ვაკვირდები.  ისიც ვიცი, დილას ჯერ ერთი რომ გაძვრებით სადარბაზოდან და მარცხნივ, უკანმოუხედავად სადღაც გარბიხართ, ცოტა ხანში მეორე გამოვა, მიიხედ-მოიხედავს და უცებ გავარდება… მერე რამდენიმე საათში  ვიღაც  ხმაურიან ბიჭებთან  ერთად რომ მოდიხართ. სად დადიხართ?
     დაიძაბა ვითარება. უფროსმა გაბედა ხმის ამოღება:
      - მამა, კორპუსის მარცხნივ - ჩვენი სკოლაა და სხვადასხვა ცვლაში ვართ,  უკან - ამხანაგებთან ერთად ვბრუნდებით. ჩქარა კი იმიტომ გავრბივართ, რომ ზარის დარეკვას მივუსწროთ, აქეთ-იქით იმიტომ ვიყურებით, ვინმე ხომ არ მორბის, რომ შემოგვიერთდეს. 
   აქ - პაუზა.  საუკუნედ გაწელილი წუთის  მერე:
   - ჰმ,  გასაგებია! სკოლაა, არა? 
   მაშინ კარგი! 
  იარეთ, იარეთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი