უჩუბჩიკობა
უჩუბჩიკობა
(წვეთი- მემორია)
მე ამერიკაში ვიყავი, ჩუბჩიკა რომ უკეთეს ქვეყნად წავიდა და რაღაცნაირად ბოლომდე ვერც იჯერებს გული, რომ არსებობს უჩუბჩიკო საქართველო.
ერთხელ სუფრაზე ჩვენ - ღვინოს ვსვამდით, ჩუბჩიკა - უბრალოდ , ადუღებულ უჩაისფრო წყალს.
სადღეგრძელოში ვუთხარი, შენი სახელი - იულიუს ცეზარივითაა, ყველა მის შემდგომს კეისარი რომ დაერქვა.
ასი წლის მერე, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნებით, სხვა დაიკავებს შენს ნიშას - ასეთი დაუდგრომელი მსახურებისას და იმასაც “ქართული კულტურის ჩუბჩიკას” უწოდებენ-მეთქი.
როგორ მიიღო ეს სადღეგრძელო?!
თითქოს ვიღაც სხვაზე ვლაპარაკობდი, მოისმინა და სხვა თემაზე - გალაკტიონის რაღაც ლექსზე გადავიდა.
❤️🥲🙏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი