სამი გურამი
#მემორია სამი გურამი ერთხელ გურამ გეგეშიძეზე - მართლა კარგ მწერალზე მისმავე მეგობრებმა იხუმრეს, იქნებ რჩეულიშვილს კიდეც სჯობს, მაგრამ სამწუხაროდ, ცოცხალია და ჯანზეო. ამაზე მთავარმა გურამმა უხმოდ, თბილად, გაიღიმა, როგორც ჩვეოდა. ბოლოს ვისაც დავემშვიდობე, საქართველოდან სამუდამოდ გამომგზავრებამდე - ეს მთავარი გურამი იყო. მარტის ცივი საღამო იდგა, ძველ სავარძელში იჯდა, ხელთათმანები ეცვა და პლედი ჰქონდა შემოხვეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი