თეოს ჩოკინა (ალ. ჭინჭარაულზე)
#მემორია
ათი წლის წინ დაწერილი პოსტი შემახსენა ცუკერამ
“ფეისმა” შემახსენა.
ეტყობა, პაპას გარდაცვალების დღესაა დაწერილი....7 წლის წინ...
რა დრო გასულა!
საბავშვო პოეზიიდან
- - - - - - -
ორი წლის თეოს პატარა, სათამაშო ჩოკინა მოუყვანეს, მასთან ჩახუტებულს ეძინა. პაპამ ეს ლექსი გამოუთქვა.
ახლა თეო ოცდაათი წლისაა, შორს ამერიკაში ცხოვრობს, გვარად აღარც ჭინჭარაულია, ქმრის გვარს - ჩეფმენს ატარებს... არ ვიცი, ახსოვს თუ არა ეს პატარა ლექსი, ალბათ შემოიხედავს და მწუხარე გული წამით მაინც გაუნათდება...
ალექსი ჭინჭარაული
თეოს ჩოკინა
- - - - - - - -
ჩივის თეოს ჩოკინა,
დიდყურა და ყროყინა:
-სად მოვძოვო ბალახი,
მინდვრები რომ მოყინა?
-ჩოკო, ჩოკო ჩანჩურა,
ჩოკო, ყურებპანტურა,
მინდორში რომ გახვიდე,
შეგჭამს მგელი ან ტურა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი