ბოზობა და ომარი


ბოზობა და ომარი

   იცით, როგორი მეგობარი იყო ომარ თურმანაული?!
   მეგობარ ქალს, ანუ თქვენს მონა-მორჩილს გვირილასავით უფრთხილდებოდა. რაც გინდა გექნა, ყველაფერს თბილი ღიმილით გაგიტარებდა.
    მე?! 
    მე  - ამით გათამამებული სულ ცუდ დღეში ვაგდებდი.
    ხომ ფშაველი იყო და კაფიობა სისხლში ჰქონდა გამჯდარი, არა?! ლექსაობისას, ვიცოდი, რომ მომკვდარიყო,  ისეთ მწარე, მომკეტინებელ პასუხს მაინც არ გამცემდა, კაცებში რომ მოსულა.
    სულ შეღავათიანად მეკაფიავებოდა.
   ერთხელაც, ჩვეულებრივ ვკამათობთ, ანუ მე ვუტევ და ის - თავს იცავს და მეუბნება, ნინო, მე,  ქალი თუა, უკანასკნელი მეძავიც რომ იყოს, ისიც მიყვარსო, ცხადია, ლექსად და უფრო ცხადია, მე მარტო ჩემი პასუხი მახსოვს:

ამ ომარას დამიხედეთ,
რა სიბრიყვე მოაბოდა!
კაცს რომ ბოზი არ უყვარდეს,
არც ბოზობა იქნებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი