ვწუხვარ, ერთადერთი ვარ!


#მემორია
ცოტა გავერთოთ

ნინო დარბაისელი

  “ვწუხვარ, ერთადერთი ვარ!”

    როცა გალაკტიონის მემორიალური მასალის კორპუსზე ვმუშაობდი, ერთმა ქალმა მიამბო:
  ფილოლოგიურის სტუდენტები ვართ მე და ჩემი მეგობარი, მის პოეზიაზე გვაბოდებს. ორმოცდაათიანი წლებია, 
გვიანი გაზაფხულის საღამო, რუსთაველზე მივსეირნობთ და ისეთი გოგოები ვართ, თავი მოგვწონს. 
     დავინახეთ გალაკტიონი, ელბაქიძის დაღმართს ჩაუყვა, ჩანთის ქნევით მიდის, მიბარბაცებს ...
        ავედევნეთ, ხიდზე გაჩერდა,  მიბრუნდა, ჩანთა ძირს დადო. მტკვარს უყურებს. მივუახლოვდით,  ძალა მოვიკრიბეთ და ვეუბნებით:
- იცით, ბატონო გალაკტიონ, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ!
 იჭვნეულად შემოგვხედა:
- მერე, მე რომ ერთი ვარ?
- ვიცით, ბატონო გალაკტიონ, ერთადერთი ხართ!
- თქვენ კი ორნი, როგორ გამოვა ეგ ამბავი?
   ამ სიტყვებზე უცებ,  სრულიად მოულოდნელად  ჩემს მეგობარს ტრაკზე უბრწკინა და ჩვენ წივილ-კივილით გამოვიქეცით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი