ხელისმომკიდე (ჯანსუღ ჩარკვიანზე)
#მემორია მეგობარმა დაწერა, დღეს არჩევნებიდან კალამი შინ გამომატანეს, შენი ხელმონაკიდებიაო. ეს გამახსენდა და დავუკომენტარე: “- აბა, უკვე კალმის ხელისმომკიდე ხარ? უი, რა გამახსენდა ამ ხელისმომკიდეობაზე!.. მეჯვარეს ხომ მეორენაირად ასე ჰქვია - “ხელისმომკიდე”და ვინც რა უნდა თქვას, ჯანსუღ ჩარკვიანი იუმორით სავსე ადამიანი იყო, მაგარი თამადაც. ერთხელ ყვება: - კაცო, გუშინ ერთი ახალგაზრდა მომადგა, ცოლს ვირთავ და უარი არ მითხრათ, ჩემი ხელისმომკიდე უნდა იყოთო. ვეუბნები: - ვერა, შენი ჭირიმე, ვერაფრით ვერ ვიზამ მაგ საქმეს. აგერ, ამან და ამან ორჯერ წამიყვანა ხელისმომკიდედ და დღეს გავიგე, იმ მეორე ცოლსაც გაშორებია, მესამეს ირთავსო და ვემალები, კიდევ მე არ მთხოვოს რამე. გაჩუმდა ეს ახალგაზრდა, გაწბილებული და ცოტა არ იყოს, დაბნეული მიყურებს და ბოლოს ამოღერღა: - გასაგებია, კი, მაგრამ, ბატონო ჯანსუღ, იმ კაცს ხელს მაინც სად კიდებდითო? ( აქ - საერთო სიცილი, თვალებიდან ცრემლების წამოსვლამდე! მისივე მონაყოლია სუფრაზე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი