როგორ გადაურჩა პარტიულობას ლადო სეიდიშვილი
ნინო დარბაისელი
როგორ გადაურჩა პარტიულობას ლადო სეიდიშვილი
“გაგანია კომუნისტების დროს მამას ლექსში ცენზურას გაეპარა:
"თუ შრომამ შექმნა ადამიანი,
ვირებს რა ღმერთი გაუწყრათ?"
ამას რა მოყვა ცალკე ისტორიააა” 😂-
დამიწერა ერთგან კომენტარში ნატო სეიდიშვილმა - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტის ლადო სეიდიშვილის ქალიშვილმა და რა გამაჩერებდა, რომ არ მეთხოვა, იქნებ გვიამბოთ, რა და როგორ მოხდა-მეთქი.
ესეც მისი მონათხრობი:
“მამა მხატვარიც იყო და აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარედ იყო არჩეული. იშვიათობა იყო - არაპარტიულს, როგორც წესი, არ ნიშნავდნენ იმ დროს თანამდებობაზე...
ჰოდა, დაიბარეს "იქ" , მარქს-ენგელსის სიბრძნე როგორ გაბედეთ და დააამახინჯეთო!
უბრძანეს, ან პარტიაში შეხვალთ ახლავე ან დატოვებთ თანამდებობასო!!!
აგაშენათ ღმერთმა, ამ რუტინას თუ მომაშორებთო და "იოლად გადარჩენილი" ბედნიერი დაბრუნდა სახლში.😂”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი