ტალონებისა (ზეზვა მედულაშვილზე)


ნინო დარბაისელი

ტალონებისა
(ზ. მედულაშვილზე)

აგე, დავბერდი, რანაირ წყობას არ მოვესწარი ჩემს სამშობლოში,  გარდა დემოკრატიულისა და  ახლა უკვე დარწმუნებით ვამბობ:
- მნიშვნელობა არა აქვს, ვის ხელში იქნება საქართველო, ამ ქვეყანაში  “გაჭირვებული” ყოველთვის არ ნიშნავს “პატიოსანს”, მაგრამ “პატიოსანი” - მუდამ ნიშნავს “გაჭირვებულს”.
  ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი საქართველოში პატიოსანი გაჭირვებული იყო, მაგრამ ზოგი ვერც ხვდებოდა საკუთარ გაჭირვებას,  ან ხვდებოდა და თავს არ უტყდებოდა, ისე წავიდა უკეთეს ქვეყნად, პატიოსნება კი არსებობის ერთადერთ ნორმად  მიაჩნდა.
    ერთი მათგანი ჩემი ზეზვა ძია იყო.
   ცოცხლებს ღმერთმა ბარაქა, ჯანი  და კარგი დრო მისცეს!
   ეს გითხარით?  - ერთხელ, ოთხმოციანების დასაწყისია, კარაქის ტალონები ახალი შემოსულია, არის ერთი მასესხე- ჩაგასესხებ.
    მთარგმნელობით კოლეგიაში ვართ და ჩემი მეგობარი პოეტი ირმა მებურიშვილი.
   შეგვხვდა ზეზვა მედულაშვილი.
ირმა  ეუბნება, ძია ზეზვა, თქვენზე ამბობენ, ნიჭიერების ეტალონიაო. 
   არც დაფიქრებულა:
- იყავი რა, ეტალონი,
 თუ არა გაქ ი  ტალონი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი