დაუვიწყარი და მეტომატე


#მემორია

ნინო დარბაისელი

დაუვიწყარი და მეტომატე

 პირადად ვიცნობდი.
მეც, ჩემი მშობლებიც…
თუმცა, რა ვთქვი ამით განსაკუთრებული. განა მთელი  მაშინდელი თბილისი პირადად არ იცნობდა?!
    ჩემები, სხვა თბილისელებივით ოჯახში სულ ქართლოს კასრაძის ნათქვამებით ლაპარაკობდნენ.
     ერთხელ ძალიან პატარა, ალბათ ასე, ოთხი წლისა,  მუშტაიდის ბაღში დავეკარგე მამაჩემს და  ჯერ რომ  მკითხეს, რა ჰქვიაო, ვუპასუხე,   გივი- მეთქი, მერე სად მუშაობსო და მეტომატეა-მეთქი.
ეგრეც გამოაცხადეს რაღაც მიკროფინში:
“ნაპოვნია ნინო დარბაისელი, მეტომატე გივის შვილი, მოაკითხეთ აქ და აქო”,  
     მახსოვს, ძია ქართლოსი ამაზე ძალიან იცინოდა, ყოველ ჯერზე უყვებოდნენ დ  ისე ისმენდა, როგორც ახალ ამბავს.
   “წადი, უსუპო ტომატი ჭამე, უი, არა …, წადი,  უტომატო სუპი ჭამე!”- ეს სიტყვები ხომ ყველამ ზეპირად, გამოთქმით იცოდა მისი “მეტომატის ამბიდან” და  უფროსები ხშირად იმეორებდნენ ჩვენს სახლშიც) .
      გავიდა წლები, მე  გავიზარდე, შევიცვალე, ძია ქართლოსი კი იგივე დარჩა.     
     ოთხმოცდაათიანებში უკვე დამოუკიდებლად დავუახლოვდი. თუმცა აღარ შემიხსენებია, რომ ბავშვობაში ვიცნობდი. იმ ისტორიას სხვა დროს  გავიხსენებ და მოვყვები.

 ამას კი  რა დამავიწყებს!

ქართლოს კასრაძე:
 “- მაგალითად, როგორ მიმყავდა კონცერტი ჩეხოსლოვაკიაში:
“დაზე ფშადელე, ნაჩინაემ ნაშ კონსერტ. იზვოლტე ოტ იმენი საქართველო, ოპოზდრავიტ მოლოდოგო სერცა,  ველიკი ტანცორე,  კომპოზიტორე…
     განცვიფრებული ამოვიდა სცენაზე გუსტავ კრივიაკი,  დიდი ჩეხი ტელე-ოპერატორი, გადამეხვია, გადამკოცნა და მკითხა, რა ენაზე ლაპარაკობდითო?”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი