რითმა რეიგანისთვის


#მემორია
ნინო დარბაისელი

რითმა რეიგანისთვის
(მცირე მოგონება ისევ ზეზვა მედულაშვილზე)

 მომკალით და, არ ვიცოდი. ფოტო ახლა ვნახე, ერეკლე მეფის  ძეგლზე ერთი ამბავი რომ ატყდა  და თურმე, სადღაც, თბილისში მთლად რეიგანის ძეგლი გვქონია!
რა გამახსენდა - 
გვყავდა ასეთი ყოვლად ნიჭიერი მეგობარი - ზეზვა მედულაშვილი. 
ნათელში იყოს!
ყველა სიტყვას ეგრევე, ჰაერში რითმავდა.
თან ამხელა პიროვნებას ახალგაზრდები  რაღაცნაირად შეთამამებულები ვყავდით.
    არსებობს ასეთი ცნობილი საცდური - დიდი ადამიანი შენ - მის ჯღანადაც რომ არ ღირხარ,  თვითონვე ყოველგვარ სოციალურ ბარიერს გიუქმებს და შენს გადასაწყვეტად აქცევს, რისი უფლება გაქვს და რისი - არა. აქ აღზრდამ თუ არ გიშველა, ცუდადაა საქმე!
 ზუსტად ასეთი იყო ძია ზეზვა.

ერთხელ , შეგვხვდა თუ არა, ეგრევე ვეუბნებით:
- აბა, უცებ   გარითმე სიტყვა  რეიგანი!
 გვპასუხობს:
მაგაი რა დიდი ამბავი   უნდა!
აჰათ!

რამ გაგახსენათ ეგ რეიგანი, 
კაცია  - ღვთისგან გარეიგანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი