ბაყბაყ დევი და კორუფცია
#მემორია ნინო დარბაისელი ბაყბაყ დევი და კორუფცია ერთხელ რუსთაველზე, პარლამენტსა და სკოლას შუა გზაზე, ნიკო კეცხოველის შვილიშვილი შემხვდა, ნიკა, ტანად უზარმაზარი და სიწრფელითა და წესიერებით - ნამდვილი ბავშვი, გულუბრყვილოზე გულუბრყვილო ბაყბაყ დევი. ოთხმოციანი ან ოთხმოცდაათიანი წლებია. მეუბნება, პარლამენტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიაში შემიყვანეს და რამე თუ დაგჭირდეს, აქა ვარო! ეს ის დროა, სახლში ფეხის დასაბიჯებელი ადგილიც რომ არა მაქვს და კერძო მოწაფეებს შინ ვაკითხავ. მშიერ-მწყურვალი ერთისგან მოვლასლასებ, რომ ბავშვს პირველ სკოლასთან დავხვდე. ვპასუხობ: - გაგახარებს ღმერთი, ზუსტად ახლა მჭირდება შენი დახმარება! ერთი-ორი კარგად კორუმპირებული კაცის ტელეფონი გამიგე-მეთქი. და მე თვითონ, სიცივით ატანილს, სიცილი ამიტყდა. ამყვა და ვაიმე, რამდენი ვიცინეეეთ! ნეტა იმ დროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი