სია


#დილაუზმოს_ფიქრებიდან

სია

ბავშვობიდან ერთი ჩვევა მქონდა: დღიურში, ბოლო რამდენიმე გვერდზე კარგი ადამიანების სიას ვწერდი ხოლმე. თან ყოველი სახელის გასწვრივ ვუთითებდი, რატომ მიმაჩნდა კარგ ადამიანად. თითო სახელის ქვეშ რამდენიმე ცარიელ სტრიქონს ვტოვებდი.
დროდადრო გადავხედავდი და შენიშვნებს ვამატებდი.
 ჩემი დღიურები, რომელთაც ყოველდღიურად როდი ვწერდი, არამედ შემთხვევიდან - შემთხვევამდე, ერთი თავისებურებით გამოირჩეოდა, შიგ ყველაფერი იყო: ტელეფონის ნომრები, რაღაც ინფორმაციები, საჭმლის რეცეპტები, ლექსების ,, დრაფტები” , დასაწერი გამოკვლევების მონახაზები, რაღაც, თუნდაც არალიტერატურული კონცეპტები...მოკლედ , ყველაფერი, რისი დაკარგვაც არ მინდოდა.
საიდუმლო შიგ არაფერი მეწერა. ადრევე მივხვდი, რომ უმჯობესია, ჩემისთანა ადამიანს საიდუმლო არ ჰქონდეს და თუ მაინც აქვს, ლექსზე უკეთესად ვერსად შეინახავს, თუნდაც ჩააანაგრამებს... დღიურიც ღიად მედო სიახლოვეს, ვისაც არ ეზარებოდა, შეეძლო ეთვალიერებინა..
ერთხელ ერთი ძალიან საყ ვარელი, ძალიან პატიოსანი, ძალიან, ძალიან, ნუ, საუკეთესო პოეტი იყო ჩემთან სტუმრად. ვიდრე სუფრას ვშლიდი, ჩემს დღიურს ათვალიერებდა და უცებ  სიას კითხულობს კომენტარებიანად, სიცილით:
- რა იყო გოგო, ამდენი ჩათლახი ერთად როგორ მოაგროვეო...
უცებ ამ თვალიერებაში თავის გვარს გადაწყდა და…
-ისე,  მეც მაგარი ჩათლახი ვარ, ხო იციო!
.   დრომ რა დაადასტურა?!
.  50/50

აქ გაგრძელება იქნება, როგორც კი მოვიცლი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი