პუსტიაკი საქმისა


ნინო დარბაისელი სტრონი

,,პუსტიაკი ” საქმისა
- - - - 

ჩემ ჯეელობაში ერთი ნამდვილი ამბავი მოხდა.
   ბებიაჩემ ნინასთან, რომლის ბიძაშვილიც იმ დროს ძალიან დიდ თანამდებობაზე მუშაობდა ორგანოში, ერთ საღამოს ერთი  ჩვენსოფლელი მოვიდა,  ერთი დიდი გოგრით, ერთი ქილა ატმის წნილითა (ვისაც არ გაგისინჯავთ, არა თქვათ, რომ წნილისა რამე გაგეგებათ) და სამლიტრიანი ბაქმაზით ( სამი ერთზე დადუღებული საჩურჩხელე ყურძნის წვენი)
 - გო, ნინავ, აი, პირის მოსაკითხით მოედი თქვენთანა და ერთ პუსტიაკ საქმეზე უნდა გამყვე შენ ბიძაშვილთანა. იგეთი კი არაფერია, მაგრამა, ხო იცი, ბალღ თუ თავიდანვე  არ მიხედე, ხელიდან  რო წაგივა, მემრე გვიანია!
- რა ,პუსტიაკი საქმეა” მაგისთანა? 
- რაა და ამ ჩემ მუტრუკსა გადაუყვანია ვენახი ბოლოი მეზობლიანთ წირპლიანი გოგოი და ისინი კიდე, ჩივიან, ან ცოლათ შაირთოი, ან არადა არასრულწლოვანიი გაუპატიურებაზე დავაჭერინებთო.
   აბა, ცოლათ როგო უნდა შაირთოი? ქალ მაინცა იგვანდეი, ძუძუ იმაი არა აქ და ტრაკი, ჯერა რვა კლასიც არ მოულევია! ჩემ მუტრუკ კიდენა სასოფლოი დიპლომი   საცა არი, უბი ჯიბეში უდევ.
    მაგან რა სახკარ უნდა მიხედოი, ერთი ჭუჭრუტანა ებარა და იმაი ვერ მოუარა.
მოიდნენ წუხელი ჩვენი ოპერი და კიდე ორნი, წამააგდეი მძინარე კუშეტკიდანა, ჩააგდეი მოტოციკლეტში და რო არ ჩავაკითხე გურჯაანში, ეგრე მითხრეი, ვერაო, ბაბოჯან, შენი დიდი ხათრი გვააქ, მაგრა,  ვერ გაგატანთო, თუ გინდა, ცოტათი შაგაჭყიტებთო.
შამახედეი და სუ ნოლზე გადაუღიათ თმა მუქთა დალაქივითა, წესია, თბილისში თმიანსა არა ღებულობენო.
ეხლა შენა მაგ პუსტიაკ საქმეზე დატუსაღებული ერთი დროზე,  გარეთ გამამათრეინე, რო სუ წკეპლით დავუჭრელო ი გვერდები!
     იგრე უნდა გავხადო ეგ მუტრუკი,  ეგა, რო მეორეთ ეგეთი რამე  თავშიც აღარ გაივლოი!
შენ კიდე -   ეს ხო ეს არის, პირის მოსაკითხადა  და ხო იცი, ჩემთანა  კიდე პატივიცემა არ დაგეკარგება. ოცი ორნავლები ჩურჩხელაც ამზამთარ  - ჩემზე იყოი!

ბებიაჩემმა რა ქნა?!
- არც არაფერი. 
ოჯახები თვითონ მორიგებულან.
მე კიდევ, იცით, რა მიკვირს?!
ამისთანა ამბების მერე როგორ-ღა ეწყობიან? 
ან ასეთი კარგი შვილები როგორ გამოსდით?
პირადად ვიცნობ:
ზრდილი,
მართლაღირსეული,
საამაყო...

 P.S. ველისციხელებო, არ დამიწყოთ ახლა თქვენებურად, საჯაროდ თუ პირადად  ჩამჭრელ-გამომტეხავი კითხვების დასმა.
    ესა - პროზაა, პროზა!
   ერთს რომ მართალს ვამბობ, ათ  იმდენ ჩემ გამოგონილსა კიდე  ზედ ვუმატებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი