ბაკულები, ანუ ქველმოქმედება - ქართულად, ქველმოქმედება - ამერიკულად


მეგობრისადმი პირად პასუხში ვრცელი სტატუსი შემომეწერა

,,ბაკულები” ანუ
ქველმოქმედება - ქართულად, ქველმოქმედება 
- ამერიკულად
- - - - - 
კარიერისტობა -  საქართველოში დამამცირებელი სიტყვაა. რამდენი ცდილობს, რამენაირად წინ წაიჩოჩოს, მაგრამ ისე, რომ ნაირნაირ ხვრელებში ძრომით გაოფლილი თავ-პირი არავინ დაუნახოს, ვიდრე ჩამოიბანდეს და ახალგაპარსულზე  ჰალსტუხს ჩამოიკონწიალებდეს.
საქართველოში, როგორც ჩანს, სხვანაირად არავის არ გამოსდის.
 არა მხოლოდ ახლა, არამედ ყოველთვის მუდმივი მწვავე ბრძოლაა თვითგადარჩენისთვის და ალბათ , მაგიტომ, თორემ  ამერიკაში საუკეთესო კარიერის მისაღწევად შრომა და ბრძოლა, პირიქით, საამაყოა.
. და ცხადია, მაღალი თანამდებობის პირის ღირსების საზომი სამსახურის გარეთ, ისაა, თუ რამდენად მნიშვნელოვან და რამდენი სახის ქველმოქმედებას ეწევა, არა მხოლოდ ფულადი შესაწირით, არამედ ფიზიკური შრომითაც.
. მუშაობა გაჭირვებულებისთვის სახლების  მშენებლობებზე, მონაწილეობა დასუფთავებაში... რა ვიცი, რა აღარ!

საქართველოში, არჩევნების მოახლოებისას  დაიკავებენ ეს ჩვენი  დეპუტატები თუ სადეპუტატეები ორი თითით საწუწნი კამფეტების გამჭვირვალე, ცელოფნის პარკს, წაიძღოლიებენ რადიო- ტელევიზიას რომელიმე ბავშვთა სახლში, კამერის წინ, თავზე ხელის გადასმით ან ლოყაზე ხელის მოცაცუნებით სათითაო კამფეტს გაუწვდიან შეხვედრაზე მათდამი სამადლიერო ლექსის  მთქმელ ან.მომღერალ პატარებს,   და არიქათო! 
ისე, ზოგი, თუ იეფობაა, ერთი ყუთით მანდარინსაც წააყოლებს ხოლმე. 
 რა ჩამოთვლის კეთილი გულის სიქველეებს!  
.  ერთს ,,მეორადებში”  გაუგზავნია მძღოლის ცოლი, ას დოლარად ბავშვების თბილი ტანსაცმლით გაუვსია ერთი უზარმაზარი ყუთი, მასწავლებლებისთვისაც ჩაუმატებია კაშნეები თუ შარფები.
 ეყოფათ შემდეგ არჩევნებამდე!
.    თუმცა, რა ქველმოქმედებაზე ლაპარაკმა ამიყოლია. 
ჩვენში ისიც ქველმოქმედებად ითვლება, თანამდებობაზე მყოფი თავის ,, უჩინო” ნათესავს და ნაცნობს თუ მიესალმა და ჯვარი აქაურობას,  სამძიმარზე მისასვლელად თუ მოიცალა, მადლიერ ჭირისუფლებს ხომ მიცვალებული აღარც ახსოვთ, ის კი არა და ლამის ბედნიერი განსვენებულიც წამოხტეს და მანქანამდე ჩააცილოს ძვირფასი სტუმარი.
.   მეც ვადრი, რა!
.  ყველანი კლდიაშვილის ,, ბაკულები” არა ვართ?!
.  ღმერთო, კარგად შეგვიშინე ჩვენი დამჩაგრავი!

.  😋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი