როცა დადგმაა ქუჩური, ”თინათინს” უჩანს…


#რუსთველიანა

დიახ,  ვდებ სკაბრეზული გამოთქმებით მდიდარ ლექსებს, თხზვა ხომ ჩემი ხელობაა! 
  წუხელ, დაძინებამდე,  მაგალითად,  ერთი ასეთი დავუტოვე მეგობრებს კედელზე, ჩემს ლოდინში რომ არ მოეწყინათ:

გაგრძელება

(რუსთველური შაირის რიტმული კომბინაციები. რითმა- ABAB)

“თინათინმა”  ყველაფერი უკვე ისე  მოილია,
ვაგრძელებთო,  გვაწყნარებენ  “ცოტა მოითმინეთი”.
ფატმანს დარჩა: ან  აღმოჩნდეს მონაზონი-მლია-მლია,
ან სცენაზე,  ყველას თვალწინ,  დასცხოს კარგი მინეტი!

კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა  იოსებ ჭუმბურიძემ -  ანუ სტურუას გულმხურვალე დამცველმა ფეისზე დამიკომენტარა:
,, და ამისი ავტორი კიცხავს  სტურუასა და მის თინათინს , თანაც ამერიკიდან, უნახავადო?!”

ეს ჩემი პასუხია მის კომენტარზე

Ioseb Chumburidze

ნინო დარბაისელი

როცა დადგმაა ქუჩური, “თინათინს” უჩანს…

სოსო ჩემო, სტურუას სპექტაკლით ვარ ასე ღრმად ინსპირირებული.
ვბაძავ, როგორც შემიძლია.
მან თუ წაუკითხავად და გაუაზრებლად  მთლად ვეფხისტყაოსანი დაგვიდგა,
მთლიანად რუსულგანათლებამიღებულ,  ცნობილ პუტჩისტს ქართული ტექსტის კითხვისას  “მიჯნური” და” მიჯმული” რომ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია,
მე რომ სპექტაკლის უნახავად, მხოლოდ იმ ფრაგმენტებით შემქმნოდა აზრი,  ფეისზე რომ დევს, ვინმე საღად მოაზროვნისათვის - გასაკვირია?
    ეგ რა არის, უარესების დადებას ვაპირებ, მზად მაქვს!
მე  - ჩემს სივრცეში საკუთარ გვერდზე ვდებ ამ ყველაფერს და თუნდაც ამით ვასურათხატებ, რომ სტურუამ:

    1.  ამ დადგმით  ხელი  დღევანდელი,  ისედაც, ასერიგად გახლეჩილი ერის გამთლიანებას კი არა, კიდევ უფრო დაპირისპირებას შეუწყო, რაც აშკარად გამოჩნდა თუნდაც ფეისბუქზე.
      2.  საჯაროდ გამოხატა რა -  თავისივე გამოთქმული მრავალწლიანი სიძულვილი ჩვენი ეროვნული განძისადმი,
ამაში ჩააბა  ანუ რუსთველის ჩაქოლვის მონაწილედ აქცია მთელი თეატრალური დასი, მთელი მომსახურე პერსონალი.
    3. ეს  ჯგუფური დანაშაული  მან მოიმოქმედა  საჯაროდ(!)  რუსთაველელისვე სახელობის  სახელმწიფო(!) აკადემიურ(!) თეატრში.
    4. ჩვენი გაჭირვებული და გაუბედურებული, მშიერი ქვეყნის კულტურის სამინისტრომ ამაში გადაუხადა კოლოსალური
თანხა, მკაცრად გასაიდუმლებული რაოდენობისა,  იმ სახელმწიფო ბიუჯეტიდან,  რომლის ერთ-ერთი მთავარი წყაროც - გადასახადებია.
5. ვერ და არ მომწონებელთა საზოგადოებრივი რისხვის ასაცილებლად, მომხრენი  ორკესტრირებულად კადრულობენ ტყუილებს,  რომლითაც აბნევენ გულუბრყვილო, მიმნდობ 
მკითხველს.
(რომელთაგანაც არაერთი აქვე ვამხილე):

  ა) სნობისტურად თვალს უხუჭავენ რეალურ, დოკუმენტურ ფაქტებს. სადაც თავად სტურუა ბრძანებს, მძულს შოთაო.
    ბ)  უმწიფრად თხზავენ ,,გასაპრავებელ” , ვითომ რუსთველურ შაირებს და ავრცელებენ ფეისით.
    გ) ასევე, ავრცელებენ ქობულაძის ილუსტრაციას  - სცენას პირობითი სათაურით ,,შემოეჭდო ყელი ყელსა” (რუსთველი)  - ნესტანის განთავისუფფლებისა, სადაც დახოცილი ქაჯები ფოტოშოფით ხელში უბრალოდ,  ,, შემოეკროპათ” “შემოემკრთალათ”,  ასევე “შემოეხსნათ”  კაბობის დამახასიათებელი ხაზები და სამაგიეროდ,  ,, შემოანათდათ”  კაბის ნაკეცების მოხსნის შედეგად მათივე ოპერირებით,  ტრაკტიტვლობის დამახასიათებელი -  შუაღარის გამოკვეთის წყალობით, თავისმიერვე  “გატიტვლებული ტრაკი”,
    წარმოიდგინეთ,  ქაჯეთის ციხიდან გამოხსნილი ნესტანი  ეგრე, ტრაკწამოხდილი რომ გამოვარდებოდა ქაჯეთის ციხიდან, საჯაროდ!
    ვინც არ იცის, მისთვის ვწერ:
აქ გამოყენებულია ვიზუალური  “ფეიკ” მასალის  ინტერნეტით გავრცელების კლასიკური ხერხი.
თავიდან იდება  ნამდვილი ვინაობის მითითებით, მერე თავისივე ხალხის - (,, ტროლ- ბოტების?) გადაზიარებებში ,, “იკარგება” ვინაობა და ნესტანი - უკვე თინათინად საღდება.
(იქნებ - არა!)
და მისთ.

ახლა მე რა ვქენი ამასობაში (ან მეტი რა უნდა მექნა ამსიშორიდან! )
    სადაც რა ცუდი, სკაბრეზული სიტყვა მოვძებნე, პატარა სექსუალური ლექსიკონი შევიდგინე და ყოველ ,,გარყვნილ “ სიტყვასა თუ  გამოთქმას სხვადასხვანაირი სტროფები ვუძღვენი,
მაგ ასეთი:
“როცა დადგმაა ქუჩური - “თინათინს” უჩანს ფუჩური”
ნელ-ნელა ვუშვებ ჩემს გვერდზე, ჩემი მეგობრებისთვის.
ამასთანავე, შევიარაღდი დოკუმენტური ფაქტებით, რომელსაც თანდათან,  საჭიროებისამებრ შევთავაზებ მეგობრებს.
დანარჩენი - ლოგიკური აპარატისა და გამოცდილების საქმეა.
  დიახ!
  მე მძულს ის, ვისაც ჩემი ერის მთავარი ღირებულებითი მწვერვალი ვეფხისტყაოსანი სძულს და ამას ოც წელზე მეტია, საჯაროდ, საკუთარი პირით აცხადებს და ბოლოს  კი კულტურის სამინისტროს ფინანსური  და მორალური მხარდაჭერით(!) საკუთარი სიძულვილი გაასცენიურა კიდეც.
ვაშააა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი