ჟურნალისტიკა და დინოზავრები
შემახსენა ფბ-მ #დილაუზმოს_ფიქრებიდან ჟურნალისტიკა და დინოზავრები - - ის ანეკდოტი როგორაა?! - ტიპი დღე და ღამე ბირჟაზე რომ დგას და ვიღაც ეკითხება, აქ რას აკეთებო. რას და დინოზავრებს ვაფრთხობო. აბა, დინოზავრებიო? მე რომ ვაფრთხობ, იმიტომ არ არიანო. თუ შეგიმჩნევიათ თანამედროვე ქართული ჟურნალიზმის ერთი მუდმივი თვისება? იტყვიან, სანდო წყარომ გვაცნობაო და ლელა კაკულიასავით მოჰყვებიან პროგნოზულ ზღაპრებს, რომელიც , ძირითადად, არ გამართლდება. პასუხი კი მზადა აქვთ: ასე სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ჩვენმა ჟურნალისტურმა პრევენციამ შეუშალა ხელიო. მოკლედ, “წაუგებელს თამაშობენ”: გამართლდება - ხომ კარგი, არ გამართლდება და - მაინც კარგი. არ მითხრათ, კი მაგრამ, ჟურნალისტური ეთიკაო? ქართული გარემოს სხვა რომელ სფეროში უღირთ რამედ ეთიკა, რომ ამათ ვინმემ მოსთხოვოს. განა ეთიკური ადამიანები მართლა არა გვყავს, მაგრამ ეს - საზოგადოების ყველაზე დაჩაგრული ნაწილია, სწორედ ეთიკურობის გამო. გაიგეთ, დინოზავრებო? თუ ვერა, გადაშენდით საცხა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი