თიბათვე - კომუნისტური?!


ნინო დარბაისელი

თიბათვე - კომუნისტური?!

კარგი იქნებოდა, საიტს  “მასწავლებელი გე” - ვინმე რედაქტორი ჰყოლოდა, ექსპერტი, რომელიც რამე ფაქტს შეამოწმებდა.
ეს მე  განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან,  როგორც დასახელებიდან ჩანს, იგი მასწავლებლების დასახმარებლადაა მოწოდებული,  შესაბამისად , მასწავლებლებს - მოსწავლეებთან სამუშაოდ უნდა გამოადგეთ, ხოლო შეცდომის ტირაჟირება ხდება არა მხოლოდ ინტერნეტით, არამედ სკოლის მოწაფის  მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება არასწორად აღბეჭდილი.
დღეს რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა შემხვდა უბრალო გადათვალიერებისას, მაგრამ ყველაზე საუბარს არ ვაპირებ. ეს ერთი იყოს საილუსტრაციოდ.
ავტორი შეიძლება ფაქტის შეუმოწმებლად, მეხსიერებას დაეყრდნოს, მსჯელობა მასზე ააგოს და მოტყუვდეს,  ადამიანია ისიც! მაგრამ ვიღაცა ხომ უნდა კითხულობდეს მასალას გავრცელებამდე.
არ დამიწყოთ ახლა,  დარბაისელი ცენზურას ითხოვსო. არა გაქვთ ბატონო, საქაეთველოში რახანია არავითარი ლიტერატურული ცენზურა!
ცენზურა ამერიკაში რომ გვაქვს ისეთი უნდა!
საუბარი მაქვს რედაქტირებაზე - რედაქტორის პროფესიაზე.

აგერ, ერთ ავტორს, გვარად ხოჯანაშვილს გალაკტიონის უცნობილესი ლექსი, დაწერილი 1917 წელს,  არათუ გასაბჭოებამდე, თვით ჟორდანიას მთავრობის დადგომამდე, საბჭოთა ტოტალიტარიზმის  პირობებში დაწერილი ჰგონებია, განიხილავს და შესაბამის მცდარ დასკვნებამდეც მიდის!
და რაც უფრო დამაფიქრებელია, ეს ავტორი არც მეტი არც ნაკლები, ექსპერტი ყოფილა!

https://akhaliganatleba.ge/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9D-%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი