ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!
#დილაუზმოს_ფიქრებიდან ნინო დარბაისელი ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! უსაქმურად ვიყავი და საერთო კედლის თვალიერებისას ერთ ასეთ პოსტს წავაწყდი. აზრზე არა ვარ, ვინაა რუსუდან მუმლაძე, ძალიან კი ბაქიბუქობდა თავისი მუსიკალური განსწავლულობით… მაგრამ ჩემი კრედო ხომ იცით? - ,,არა მჭირდა ჭირიო, ძალათ ვიკარ ჩხირიო”. ეს დავუტოვე კომენტარად: ნინო დარბაისელი რომ გითხრათ, ჯონ ლენონმა ნოტების კითხვა არ იცოდა-მეთქი, ალბათ ამ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს არც დაიჯერებთ. გესლავთ ვიღაცეებს, ამპარტავნებით შეპყრობილი საკუთარ უპირატესობას გამოკვეთთ სხვათა ფონზე და ბოლოს ამატებთ, გავიღიმოთ, ცხოვრება მშვენიერიაო. ალბათ კმაყოფილს გეღიმებათ და ცხოვრებაც ამიტომ თქვენთვისაა მშვენიერი. მე პროფესიონალი ლექსმცოდნე ვარ და იმდენი ტერმინი ვიცი, ჩემს ხელობას რომ მოეთხოვება, პოეტიც ვარ და ღმერთმა დამიფაროს, ჩემზე უკეთესად ვინმე, ლექსმცოდნეობით ტერმინოლოგიაში ჩაუხედავი წერდეს (ცოტა როდია ასეთი) და მე ვერ დავინახო, არ ვაღიარო მისი უპირატესობა. მართლა დაუჯერებელია ჩემთვის, ერთი რიგითი ლიტმცოდნისათვის, რომ ამ ფრიად აღმატებულმა “მუსიკოსმა” არ იცოდეს, მარტო ჯ. ლენონს კი არა, მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავებიდან უამრავს არა აქვს ფორმალური მუსიკალური განათლება. მათ შორისაა: ჯიმი ჰენდრიქსი, ერიკ კლეპტონი, ელტონ ჯონი, მთლიანად ბითლზი, ბობ დილანი, ელვის პრესლი, ტეილორ სვიფტი, ფრანკ სინატრა, ლუი არმსტრონგი, კრისტინა აგულიერა და ა.შ. (თვალსაჩინოებისთვის “ ფეისზე “ ვურთავ ფოტოებს) დასასრულ, აქ მურმან ლებანიძეზე უკეთესად ვერ იტყვი: “-ნიჭი, ძამიკო, ნიჭი, გალაკტიონმა ბრძანა” https://www.classicfm.com/discover-music/famous-musicians-who-cant-read-music/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი