ბაბოური ,,მარუუნი”
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი
     ბაბოური ,,მარუუნი”  
    მე ვთვლი, რომ სკოლის ფორმა საჭირო და აუცილებელია, თუ სკოლა ძალიან ხელმოკლე ოჯახიდან გამოსული ბავშვებისა არაა.
     თუმცა, ჯინსი ან რაიმე კომფორტული შარვალი და  მაისური, ზამთარში - სვიტერი  რომ ჩააცვას სკოლაში მიმავალ შვილს,-საქართველოში ყველაზე გაჭირვებულ ოჯახსაც ხელეწიფება. 
  ცნობილი დიზაინერის ბრენდის ჯინსი ხომ არ უნდა იყოს მაინცა და მაინც, არა?
     ამერიკაში თითქმის ყველა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს აქვს თავისი სახელი (ოფიციალურის გარდა, ძირითადად თანხვდება  მათი ათლეტთა გუნდის სახელს), აქვს თავისი ფერი, 
https://www.caninejournal.com/college-colors/
ბევრ მათგანს  აქვს მასკაატი  (mascot  -თილისმასავით რაღაც, რაიმე ცხოველი უფრო) აქვს  ასევე, საკუთარი ჰიმნი.
(სპორტული სანახაობა - შეჯიბრებანი აუცილებლად იწყება ამერიკის ჰიმნით).
    მაგალითად, ჩემი შვილიშვილის უნივერსიტეტელები არიან ,,ლაიენ”(ლომი), ფერი უნივერსიტეტისა არის “მარუუნ” (დაახლოებით მუქი ბორდოსფერი ან მუქი წითელი ღვინისფერი)  და ზედ ცოტა ყვითელი - მზისფერი.
 ეს ფერები  გამოიყენება მაისურებშიც,   კეპებშიც,  წლიური წიგნების ყდებზეც,  სხვა სუვენირებშიც, 
ბებია-ბაბუას მანქანების მისაწებებლებშიც. 
უნივერსიტეტებსა და  რიგით სკოლებშიც სწავლების დროს  გოგონათა ძირითადი ჩასაცმელია კომფორტული ჯინსის   შარვალი ან მუხლს ჩაცილებული ქვედაბოლო და სეზონის მიხედვით ,  “თი შერთი”,  ,, შერთი” ,  “სვიტერი” და ზედ ,მსუბუქი, “ჰუდი”-  ქურთუკი) სწავლის საათების მერე -  დრესკოდი -  ბევრნაირია და ღონისძიების მიხედვითაა. მაგალითად, თბილისში რომ ვერ გაიგებ, ახალგაზრდა დისკოტეკაზე მიდის თუ სკოლაში, ჩვენკენ ასე არაა.
მაკიაჟს არ უშლიან ელემენტარული სკოლიდანვე, მაგრამ უნივერსიტეტში ვის აქვს მაგისი დრო სწავლისას!
საღამოთი  საამისოდ - უფრო სცალიათ.
 თუ ჩემი - დიასახლისური გამოცდილება ანგარიშგასაწევია, ჩაცმის მხრივ აბსოლუტურად შეუზღუდავი - პირადად მე არც სკოლა მინახავს და არც რაიმე დაწესებულება. რაც უფრო დაბალ სოციალურ ფენაზეა სკოლა გათვლილი, მით ნაკლები შეზღუდვა აქვთ,  ჩაცმასთან დაკავშირებით.
     ძვირიან, კერძო სკოლებს, როგორც წესი, საკუთარი ფორმა აქვთ და ამაყად ატარებენ სტუდენტები. 
   პირადი მაგალითიდან:
ერთი ,, ჰუდი” მომწონდა ჩემი უფროსი შვილიშვილისა,  მოთმინებით ველოდი, როდის გადმომილოცავდა. არა და არ მოიმწვანილა.”ჩარკოლ გრეი” (მუქი ნაცრისფერია) და  ზედ ,,ჰარვარდი” აწერია.
ბედი არ გინდა?
ძლივს გაიმეტა და თითქოს ჩემს ჯინაზე, მაინცა და მაინც ახლა გამოვლინდა, რომ ჰარვარდი ანტისემიტისტების მხურვალე მხარდამჭერია. მე კი ისრაელი ჩემი სულის სამშობლოდ მეგულება, როგორც მრავალ ქრისტიანს. ჩაცმით -  მე  ამას გარეთ ვეღარ ჩავიცვამ. არადა  რა ვუყო? ნახეთ, რა ლამაზია!
    შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი