რას ნიშნავს ,,სამოთხე”?


#ოპუსები

ნინო დარბაისელი

 რას ნიშნავს “სამოთხე”?

   ვიცი, ასეთ სერიოზულ საკითხზე მეტი დადინჯებით დაფიქრება და საუბარია საჭირო, მაგრამ  ფეისბუქის პოსტის ფორმატი იტანს  სიმსუბუქეს. 
   ერთ გვერდზე მსჯელობას წავაწყდი, სამოთხე ნიშნავს სამისა და ოთხის ერთად ყოფნას, შეერთებას - წმინდა სამება და ჯვარია მასში შერწყმულიო, თუ რაღაც ასეთს.    
    ასეთ თავისუფალ ეტიმოლოგიებს მეცნიერება ვერა და პოეზია, რატომაც არა, იტანს.
    სა - ე - კი  ნამდვილად პრეფიქს-სუფიქსია და სამთან არავითარი კავშირი არა აქვს, (სამარილე, სამხრე, სამწვადე და ა.შ.) 
   მაგრამ რაღაც ეტიმოლოგიური ჰიპოთეზა ცნობილია ჩემთვის. დარწმუნებული არა ვარ, რამდენად სწორად მახსოვს, მაგრამ 
მოთხე - მგონი ოთხკუთხა რაღაც  ყუთს ნიშნავს ხევსურულში, ასევე ძველ ქართულში. 
    სხვა წყაროები ხსნიან მოთხეობას, როგორც სეირნობასაც. 
    ამ გაგებით მიიჩნევა, რომ სამოთხე სამუდამო  სასეირნო ადგილია.
     თითქოს არც ეს ინტერპრეტაცია ჩანს  აზრმოკლებული.
      სამოთხის, როგორც რაღაც ოთხკუთხა, თანაც კვადრატული ადგილის შესახებ ერთ ინგლისურენოვანი  საეკლესიო ჰიმნის ტექსტში  შემხვედრია ასეთი რამ:

“You'll know me in the morning by the smile that I wear
When I meet you in the morning In the city that is built four square”.
(დილას მიცნობ სახეზე ღიმილით, როცა შეგხვდები ქალაქში, რომელიც აშენებულია ოთხკუთხად)

    სამოთხის, როგორც ოთხკუთხა სივრცის გაგება, თავის მხრით მოდის   ბიბლიიდან, კერძოდ, იოანეს გამოცხადებიდან (21:16)

“ ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ”.
   ქართული ენათმეცნიერება ამ საკითხს აქამდე დაუმუშავებლად როგორ დატოვებდა. 
    რა საინტერესოა, როგორ დასკვნამდე მივიდნენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი