გაზეთ ,,ლიტერატურული საქართველოს” გამომცემელს
კარგია, პირველ გვერდზე, ფოტოებში კაცების გარდა, ცოტა ქალები რომ გამოაჩინეთ, კონკურსებს რომ აშუქებთ, ესეც ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ და მილიონჯერ გაგიმეორებთ. ისევ ხანდაზმულთა გაზეთად რჩებით. არაბალანსირებულად.
ასე იარსებებთ, ვიდრე გამოცემის ფულს იშოვით სადმე და მალე დაიხურებით.
ის კი არა და კარგ გამოცემასაც უჭირს ფინანსურად არსებობა და მით უმეტეს, გაგიჭირდებათ, თუ ასე განაგრძობთ.
ამის დამწერს რა მრჯის?!
მე - ამ გაზეთის მუდმივი მკითხველი ვარ და გული მტკივა იმის შემხედვარეს, როგორ კვდება, ან უკვე მკვდარიცაა იგი!
არსებობს ასეთი მარტივი საიდუმლო ბალანსირებული გაზეთის გამოცემისა და ეს საიდუმლო ლამის ყველა გამომცემელმა იცის:
მთელი გაზეთი - 100 პროცენტად წარმოიდგინეთ!
30 % - კლასიკას დაუთმეთ,
30% - თანამედროვე ლიტ- ამბებს,
30% - ორმოც წლამდე ავტორებს
( ამ ასაკისა რაღა ახალგაზრდაა, მაგრამ ასე მაინც ჩათვალეთ!)
დარჩენილი 10 % რედაქტორის ალღოზეა, შეუძლია აქტუალური, სკანდალური, ნომრისადმი მკითხველის ცხოველი ყურადღების აღმძვრელი რამე ჩადოს, ნაწილი რედაქტორის სვეტად გამოიყენოს (აქტუალური აქცენტებით)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი