სუხიშვილები და ბითლზი ?!
ნინო დარბაისელი
სუხიშვილები და ბითლზი?!
ფეისზე აქტიურად ვრცელდება სუხიშვილების ანსამბლის წევრების მოგონება იმის თაობაზე, რომ პერუში გასტროლების დროს “ბითლზის” ბიჭები და ჩვენი ანსამბლის წევრები ერთ სასტუმროში იყვნენ, ბიჭებს ჩვენი მოცეკვავე გოგონები ძალიან მოეწონათ და მთვრალები ნომერშიც კი მიადგნენ, ხოლო ქართველმა მოცეკვავე კაცებმა ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი ცემეს და კინწისკვრით გაყარეს მთვრალები.
ახლა ჩემი მკითხველი ვარაუდობს, რომ დავწერ, “ბითლზი” პერუში გასტროლებზე არათუ მაგ წლებში, არამედ არასოდეს ყოფილა. მხოლოდ ბითლზის დაშლიდან ასე, ნახევარი საუკუნის მერე, ასაკოვანმა პოლ მაკარტნიმ იმოგზაურა იქ, რამდენიმე კონცერტიც ჩაატარა და ესაა - მეთქი.
ახლოსაც იქნება ჩემს სათქმელთან, მაგრამ მეეჭვება, გამოიცნოს იგი.
საქმე ისაა, რომ ბითლზის” ენციკლოპედიები არსებობს, ყოველი წვრილმანი მათი ცხოვრებიდან უკიდურესი სკრუპულოზურობითაა შესწავლილი. მე თავადაც - მათმა მარადიულმა ფანმა ცოტა როდი ვიცი მათ შესახებ.
ამბავს რომ მხოლოდ ერთი ქართული წყარო ყვებოდეს და სხვები უბრალოდ, უდასტურებდნენ. იფიქრებდა ადამიანი, ის ფანტაზიორობს, დანარჩენები კი აჰყოლიანო.
მაგრამ სხვები - დამატებითი დეტალებით ავსებენ მონაყოლს და საფუძველი არ რჩება მათი მონაყოლის ნამდვილობაში ეჭვი შეიტანოს ვინმემ.
მაშ ასე. ერთ საკითხზე - გვაქვს ორი ინფორმაცია, ორივე მართალი… და ისინი ერთმანეთის კონტრადიქტორულნი ანუ წინააღმდეგობრივნი არიან.
აქ ვინმემ შეიძლება ხედვის წერტილის ცნობილი მაგალითი გაიხსენოს. ორი სხვადასხვა სამზრიდან ორი ადამიანი რომ უყურებს მიწაზე დაწერილ ციფრს, ერთი ექვსიანად ხედავს, მეორე - ცხრიანად და ორივე მართალია.
ეს ხედვის წერტილის შესახებ მსჯელობისას მართლაც ბრწყინვალე მაგალითია, მაგრამ აქ არ გამოგვადგება…
ბევრხანს რომ არ გაწვალოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ამ ამოცანის ამონახსნი კი ამგვარია:
სუხიშვილების პერუში გასტროლების დროს “ბითლზი” ნამდვილად, საერთოდ არ იყო არც სამხრეთ და არც ჩრდილოეთ ამერიკაში, დროის მაგ მონაკვეთში ლონდონში იმყოფებოდა.
ამერიკაში კი არსებობდა ოთხი ფლორიდელი ახალგაზრდისგან შემდგარი მათი დუბლიკატი - ჯგუფი “ამერიკელ ბილზად” წოდებული. სცენაზეცა და ყოფაშიც აბსოლუტურად ყველა დეტალში რომ ბაძავდა ნამდვილს. ეს ჯგუფი მოგზაურობდა ბევრს სამხრეთ ამერიკაშიც და კონცერტებზე თავს “ ბითლზად” აცხადებდა.
სწორედ ესენი იმ დროს, როცა სუხიშვილების გასტროლები მიდიოდა, პერუში იმყოფებოდნენ.
ბითლზის “ტრიბიუტი” დღესაც საკმაოდ ბევრია ამერიკაში.
მრავალის კონცერტზეც ვყოფილვარ პირადად.
ამ საკითხზე მეტის ცოდნის მსურველთათვის ვდებ წყაროს
ttps://www.bbc.com/culture/article/20200423-how-the-fake-beatles-conned-south-america
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი