ვაჟა- ფშაველა - უსწავლელი?!
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ვაჟა - ფშაველა - უსწავლელი?!
რაღაც ახალი პათოსია ფბ- ზე. მაგ., აქ, საერთო კედელზე ომახიანი, ვიდეოიანი პოსტი იდო, ვაჟა ფშაველა ფშავს არ გასცილებია და შედევრები დაწერა.
არაა არსად წასვლა საჭირო. განათლება თუ გინდა, აქაც მშვენივრად ისწავლიო.
უამრავზე უამრავი პოზიტიური გამოხმაურება და მოწონება ჰქონდა, მთქმელს აქებდნენ, როგორც ბრძნადმეტყველებით განთქმულს, ერთმა ისიც კი დაუწერა, ვაჟას “თორნიკე ერისთავი” მიყვარს ყველაზე ძალიან, საწოლის თავთან მიდევსო.
ადექი რა, ნახე?! - გაიარე! …არაა, მოცლილი ადამიანისა ხომ იცით და მახათისა, არა?!
ზოგი ასი წელი იცხოვრებს და ერთ მტერს შეიძენს და მე?! - სულ ათასობით და ათიათასობით მიყვარს, ნაკლებს - არ ვყაბულდები.
ფშავს გაცდენა ისეთი უნდა, ვაჟამ რომ ქნა, საქართველო ხომ მოილია, მთლად პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელიც იყო, კაცი გამოქვეყნებულ წერილებში იმ დროის დიდ ფილოსოფოსთა ნააზრევებს აკრიტიკებდა-მეთქი და ასე შემდეგ.
ვაი, რაც იმათ მწყევლეს და მლანძღეეს, როგორც მოგზავნილი, ტროლი და უვიცი!…
მოკლედ, წამკითხველი კი არა, კეთილად მხსენებელიც არ დავიტოვე საქართველოში.
თქვენ მაინც ნუ დამივიწყებთ, მე ხომ ერთი გუგულივით არსება ვარ!😁
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
"სინამდვილეში, პოეზია არავის აღელვებს, რადგან ლიტერატურა დღეს მხოლოდ ეგოების თამაშად იქცა. სულერთია, ნასწავლი ხარ თუ უვიცი — მთავარია, ჯოგს სწორი სიგნალი გაუგზავნო: „მეც თქვენნაირი აზრზე მოსული ტიპი ვარ“. ეს ჯგრო კასტებად იყოფა: ზოგთან პოეზიაა მოდაში, ზოგთან ფეხბურთი, თუმცა ყველა მხოლოდ საკუთარ „დაუოკებელ ტიპობას“ ამტკიცებს. პოეზია ხომ პირადი აქტია და არა კოლექტიური. თუმცა არსებობს „ჯოგური პოეზიაც“ და ვაჟას შემოქმედების ნაწილიც, ამ მავნე წრის გაგრძელებად იქცა. ვაჟას ან ნებისმიერი სხვა მყვირალა სახელის ციტირება დღეს ბევრისთვის იგივეა, რაც ანტიკვარული ნივთის ფლობა ,ეს უბრალოდ სიგნალია: „შემომხედეთ, რა მაღალი ღირებულებების პატრონი ვარ“."
ძირითადად მართალს ბრძანებთ!
თან თუ ზუსტად მათსავით არ ფიქრობ, ლექსიკის დონეზეც კი მათსავით არა ხარ - მიახლოებითი აზრი - არ უნდათ.