ლაზარე
მართა მართალია. დამთავრდა, მარიამ, ჯვარს აცვეს იესო, განიბნენ სხვანი და ვიდრე განიხვნენ კარნი ზეცათანი, მოაწყდა ქვეყანას გოდების ღვარი. განბანილს ზეთით და შესუდრულს ტილოთი, მესმოდა, მარიამ, როგორ დამტიროდით, მაგრამ გარინდული სასწაულს ველოდი, ტიროდა იესოც, გლოვობდა არე. მჯეროდა, მძინარე მკვდრეთით აღვსდგებოდი, რაბი მიხმობდა: “გამოვედ გარე!” ამბობდით, რომ აღმდგარს დამჩემდა დუმილი, რომ რაღაც მთავარი დებსაც დავუმალე, ვიყავი ცოცხალი და ცოცხალს არ ვგავდი, მდუმარე, მდუმარე… მარად მოფუსფუსე და დაუზარელი, დამზრალი მორჩივით ჩქამობენ დები. მორჩილად აღვსდექი, მეორედ ცოცხალი მეორედ ვკვდები. კვლავ კართან მომდგარი ვერ გაიცნო ვერავინ, მგზავრი თუ ეგონე, შორისკენ მსწრაფი. “გამოვედ, გამოვედ!” – შენი ხმა მომესმის. რაბი, რა ბინდია! მოვდივარ, რაბი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი