შვიდი კანონიკური ჰაიკუ
დაცემამდე ზაფხულის დილა. ბალახის ღერის წკიპზე კიდია წვეთი. მიუწვდომლობა ზამთარი . თოვლი. კარალიოკი ისევ ხის წვერზე დარჩა. სიცოცხლე მზემ დასცა კაცი. ძველი სახლი კი დგას, ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი. ღამე მშობლები – ბაღში დაუკრეფავში.მიწამ ჩაიკრა ბავშვი. სიყვარული გაშლილ მდელოზე დაგორდა ვაშლი,თავბრუ დაეხვა ჭიას. დრო გათხრილ სამარხში ძველი ძვლებია,ძაღლო, გეყოფა ყეფა! ცივი გრანულა დადგა ზამთარი. მიწიდან ხეზე ვეღარ ფრინდება ჩიტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი