Სიტყვებიდან ამოსულ პურს


* * *

სიტყვებიდან ამოსულ პურს 
ზოგჯერ ზამთრის სუნი აქვს.
მსუსხავი არა,
მხოლოდ  თოვლის...
თოვლივით მსუბუქი სიმძიმის
და ყველა გადამფრენი სიზმრის,
შემთხვევით რომ  თვალებში დაგვრჩნენ 
წაუკითხავ სუბტიტრებად
და მაინც  გაფრინდნენ
კადრებივით სწრაფად და მწყობრად,
აი იმ თოვლის მოსაყვანად,
აი იმ თოვლის მოსაყოლად,
ფიფქებით რომ უნდა ითქვას
და სიტყვებში რომ უნდა ჩადნეს
სიცხადის დასაპურებლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი