Მომკვდარა ტყეში პატარა ჩიტი
მომკვდარა ტყეში პატარა ჩიტი. (მსუბუქი, როგორც სიზმრის შეხება) და ტყემ უეცრად თეთრად შეღება შუადღის ჩრდილი. როგორც ოთახის კარის შეღება, როგორც ქუჩაში მგზავრის შეხვედრა, უმიზეზოდ და ალბათ, შემთხვევით, თარიღების და ვადის უვადოდ, შეუმჩნეველად, უხმოდ, უამბოდ მომკვდარა ჩიტი. ნეტავ, ვინ იტყვის, ნიავმა თრთოლვით როგორ ატარა, და მერე როგორ გადააფარა, როგორ ფრთხილად და როგორ ნარნარად, თითქოს სამოთხის ფრთა რომ გაშალა, როგორი რიდით, სევდიან ფიქრით ფოთოლი იფნის. ემახსოვრება ტყეს ხვალ - ან არა პატარა ჩიტი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი