თეთრი ვალსი


მე არ მქონია მკრთალი ვალსების,
ღამის ბაღების  მელანქოლია,
ასე მგონია გავიფანტები,
დავემალები თეთრ აგონიას.
ეკვატორია შენი თვალები,
შენი ხელები დილის თოვლია,
და სიმფონია განმარტოების,
ფრთებზე მოება ფიფქად თოლიას.
ზეცა შორია აღმაფრენების,
აღმოჩენები ფერთა ფონია,
არასწორია დათვლა დღეების,
დღეების გავლა ერთად- სწორია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი