მე ვიცი, ერთხელ ამტკივდება ..
მე ვიცი, ერთხელ ამტკივდება ჩემი სიტყვები. ამ სიჩუმითაც გავწამდები მშრალით და ხმელით და ჩემი სული, დასერილი სიპი ისრებით, ერთხელაც ვიცი, წარმიდგება ყრუ მანიფესტით. მე ვიცი, ერთხელ დამეშლება ფიქრის ხაზები და მომბეზრდება გამოგონილ მიზანთა დევნა, მე ვიცი, ერთხელ გადმომყვება სიზმრის თვალები, მომენატრება ერთხელ, ვიცი, უბრალოდ ფრენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი