Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_idebidqv64mjq5arabjq0v1la6, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მძივებად ასხმულ დღეებს ვატარებ .. - ნინო გაბუნია | პოეზია

მძივებად ასხმულ დღეებს ვატარებ ..


მძივებად ასხმულ დღეებს ვატარებ
და ღამეების არ მეშინია.
დავხუჭავ შენით გადაღლილ თვალებს,
მე ბავშვობიდან არ მიძინია.

დღესაც ერთი დღის ავიღე ვალი,
დამისხამს ღვინო სტრიქონს ჭიქაში,
მაშინაც ლექსით ვიყავით მთვრალი
და წვიმის ქუჩას სადღაც მივყავდით...

სიზმრების თვლაში შემოგვათენდა,
დილა გათენდა გრილი, სისხამი.
შენ მოგეჩვენე თოვლის ფანტელად,
მე უცებ მივხვდი - უკვე გიყვარდი.

დღეებს ვატარებ ასხმულს მძივებად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი