ელენე გამახსენდა, დარიანი
ელენე გამახსენდა, დარიანი. ფიქრმა შემოხაზა გუმბათები, დილა მშვიდი იყო, დარიანი, ყვითლად გაფანტული სურათებით. ბაღში შემოდგომა იჯდა ჩუმად, ნისლით გადაღლილი მდუმარებით, ქარი ფოთოლცვენით დამემუქრა, ხეებს დააკვირდა ყურადღებით. ფოთლებს უძილობა ეტყობოდათ, ალბათ ღამე ჰქონდათ შარიანი. (მგონი მივეჩვიე შემოდგომას), ელენე გამახსენდა, დარიანი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი