აპაჩების ღამე
მაინც დიდი განსხვავებით, ერთნაირად მოდის ღამე და წითელი აპაჩები მზეს მუსტანგზე შემოსვამენ. ვეძებ თვალებს! ვეძებ ნათელს! - იელვარე! ღამისფერი ყაჩაღები შიშებს ზარზე შემოკრავენ. ვინ გაიგებს რა მაწამებს? დრო საბელით დამატარებს. დამავიწყდი... გამახსენდი ... ჩემი თავი შენს თავს მართმევს, ცხად სიზმრებში მამაჩემი სულ სხვადასხვა სახელს მარქმევს. (შენ, ვინც ვარ მე)! -შევიცვალე! კვამლით მთვრალი დაფდაფები დილას სისხამს შეასხამენ და ეს ღამე აპაჩების მიწის მღრვიე ხილვებს მასმევს, აჩრდილების გადარჩევით ჩამქრალ ცეცხლის ჩქამებს მასევს, მიჩვევების გადაჩვევით მცლის და მავსებს... -შემიწყალე! ფიქრი-უხმო განაჩენი მეტი ხმებით ამბობს სათქმელს. სიყვარულში გადავრჩები, ნუ მიმატებ ეჭვის სასჯელს. იმ ცებიდან ამ მიწამდე- მინდა მწამდე! მინდა მწამდე! -შემიყვარე! რადგან დიდი განსხვავებით ერთნაირად მოდის ღამე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი