არტურ რემბოს პორტრეტის უეცარი გაელვება
ის მოდიოდა ლურჯი პორტებით, ოდნავ დაღლილი და უცნაური. მოჰქონდა ქარი მსუბუქ პორტფელით და ნასიცხარი სხივების სუნი. მის გამოხედვას ერქვა mort amor, წვიმით ნაკემსი ეცვა ლაბადა და ნისლიანი მზერა მოავლო ამაოების ფერად ბალაგანს. დაკარგულ ბავშვის ნერვულ ნაბიჯით, ჰორიზონტისფერ ცით, ნათხოვარით, ის მოდიოდა დიდი გაფიცვით, აფრებამღვრეულ- "მთვრალი ხომალდით".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი