ქვაზე მიწერილი ლექსი (ხალხურ მოტივებზე)
სხვა მიყვარდა, სხვას ველოდი, მიქარგავდა სხივით ნათელს. არ გვაცალეს ზღაპრად ყოფნა, ვარსკვლავთ ხიდი ჩაგვიშალეს. ჩემი მტრედი იქცა ყორნად, ფრთებით ზეცას გამოაბეს, ჰოი, ჩემო გაზაფხულო თეთრი კაბით დაგვიზამთრეს. დარდი ქორწილს ნეფედ დასვეს, პატარძალად მიმიყვანეს, ქარვისფერი სევდა მასვეს, ყველა ღვინოდ ჩამითვალეს, ცხელი ცრემლი ზღვად შეკრიბეს, ზედ ლოგინი გამიშალეს, ჰოი,ჩემო დაკარგულო ლექსო, სულში ამოგშალეს. მაყრად სეტყვა გამაყოლეს, სუფრას მეხი ათამადეს, აკვანს ფიქრი ჩამიგორეს, მიკოცნიდა ბინდი თვალებს, დღე სიცოცხლეს დამიშორეს, მზითვად ღამე გამატანეს. ჰოი, ჩემო დადაგულო გულო, რად გაუძელ ამდენს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი