სიესტა


ჩვენ ვსაუბრობდით თეთრ ლაკლაკებზე
და ლერწმიანის სიმწვანე გვეცვა.
ნაანთებარი წვით ლაპლაპებდა
აგვისტოს მზეში ნაბანი ზეცა.
 
აკეცილ ფეხზე იდგა შუადღე
და როგორც ლორდი ლორნეტის შუშით
იუცნაურებს ნაცნობ ვუალებს,
ღრუბელს უკვირდა მცურავი ღრუბლის.
 
მე გადავხადე ლურჯ სიზმარს რიდე,
ამოყვნენ სიზმრის ხაზს ლაკლაკები.
შენ ძილიანი ფრთა მომარიდე
და ჩემი ფრენის ცას  ამთქნარებდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი