ლურჯი ორხიდეები
„გაჩნდნენ ორხიდეები ყოვლად უმიზეზონი“ გალაკტიონი შენ მიდიოდი და მიგყვებოდნენ ზღვებიდან ლურჯი ორხიდეები. თეთრი აფრების სიზმრებს ყვებოდნენ შენი თვალების შორი მზეები. და გზები...გზები... გახსნილ ხიდების, გაშლილ ხედების წაშლილი გზები... შენ შეეცადე, რომ გაღიმებით გადაგემალა ნატკენი ფრთები. ხელები... ღელვით დაღარულები, სხვა სიღრმეების სულზე ხალები, აზიდულია მძიმე ღუზები, განმზადებულან ცის იალქნები... და დანანებით როცა იტყვიან: -გაგრძელებოდა ყოფნით დღეები მათ არ იციან, საით მიდიან ზღვებიდან ლურჯი ორხიდეები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი