თეთრ უსიზმრობას როცა განვიცდი ..
თეთრ უსიზმრობას როცა განვიცდი და თან რაც ვიცი- ისიც არ ვიცი, ცარიელ ხელებს ცისკენ გავიწვდი, სიჩუმის ხმებში სიტყვებს გაგიცრი და გიცდი.... იწვის კოსმიურ სტალაქტიდებში ათასფერადი გალაკტიკები, ვარსკვლავთა ალის ანტარქტიდებით შენ შენი სიზმრით დამაკვირდები და დამპირდები... მარჯვენა თვალში რომ მოგროვდება მარცხენა თვალის ცრემლის ყლორტები, თვალები ჩემი, შავი ყორნები უტყვი ლოდინით დამეკორტნება და მეგონება... რომ მე მოვედი სხვა გზით და სხვაგან, რომ ვმეორდებით უწინ და ახლა, რომ მე დროებით უცხოს და სხვაგარს რომ მელოდები ნისლიან ცხადად... სად ხარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი