ზაფხულის ნოქტურნი
არაფერი მაქვს სათქმელი ახლა, ზაფხულის სუნი მირევს სტრიქონებს და ეს მსუბუქი სიმშვიდის განცდა და ეს ნოტიო ფიქრი ცრის ნოტებს. გაფრინდნენ ლექსის ანგელოზები, ფრთებით სხვა ზეცას შემოეხვივნენ, სიზმრის ლურჯ ზღვართან დაგელოდები, იქნებ მიპოვო, იქნებ მოხვიდე. არაფერი მაქვს სათქმელი მეტი, გამთანგა სუნთქვის და მზის სისავსემ, ტალღის დოლბანდით გაკრული ხელით ზღვის მიმოქცევებს ვხატავ სილაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი