სველი ოქტომბერი


სველი ოქტომბერი 
ტოტებს შერევია,
ქრიან ამბოხებულ
ქართა შლეიფები.
როგორც ეიფელი, 
რკინის შრეებიდან
დაშლილ ნახაზების 
ჩრდილებს ვეხიზნები.
მძიმე ჰაერია.
ფილტვებს ჟანგიანი
ასფალტის სიმკვრივე 
სანამ დამიხვრიტავს,
სანამ შემოდგომის 
ფოთლების სიფითრე
ამ ერთ გადანახულ 
სიზმარსაც იხილავს,
(თავისი ყვითელი
ხველების სინესტით,
მსუბუქი ვარდნების 
შეშლილი სიმშვიდით,)
მოდი და დავარქვათ 
ამ შიშებს სახელი,
გახელილ თვალების
დავლიოთ სიგიჟე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი