ასიმეტრიული ფიქრი ..


ასიმეტრიული ფიქრი,
ირიბად დახრილი სახე,
ასეთი უცხო და თითქმის
საოცრად ნაცნობი გნახე.

ორეულ, არეულ ლანდებს
ღამე მოელამბათ,ბლანტი,
თითქოს საიდუმლო განდეს,
ათი ტალანტის და ფლანგვის.

ჭერზე ამოკაწრულ ზეცას,
ვიღაც სილაჟვარდეს აცლის,
ზოგჯერ, ის ვიღაცა შენ ხარ, 
ზოგჯერ, მდუმარებას ვარცხნი.

ზოგჯერ, ის მეორე, სულ სხვა,
ყვირის, ფორიაქობს შენში, 
როგორ მოენატრა სულს ხმა
გულში დაკარგული ღმერთის.

ასე უცნობი და უცხო,
ასე ახლობელი დაღლით
გნახე, ფრთიანი და უფრთო,
ასიმეტრიული დარდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი