ოიდიპოს
დამარხე შენი დათხრილი თვალები ოიდიპოს! დამარხე ტვინის რუხ მიწაში, იქ, სადაც ერთვის ტკივილის მდინარე კითხვების ტბორებს და უპასუხო სიცარიელის მორევებს ტოვებს. დამარხე შენი დათხრილი თვალები ოიდიპოს! ცრემლი აღარ სდით. გამოშრნენ და გაიფანტნენ ქვიშაზე, ელიან დროებს და გიამბობენ ქალების მოქსოვილ ჭორებს ბებერ ბედისწერაზე. უმიზნო მიზანზე, გზების ტრიალზე. დამარხე შენი დათხრილი თვალები ოიდიპოს! დავიწყების თბილ მღვიმეში, რომ უსიზმრებოდ დაიძინო, რომ არ გჯეროდეს რასაც ხედავენ, ნაცრების შეყრას ვეღარ ბედავდნენ, ან აჩუქე ქვესკნელს, იქნება შეკრთეს! -ოიდიპოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი