ბოლო აკორდი
🦋 ბოლო აკორდი თმებს უკან ვიყრი, რას ვემდური არ ვიცი, მაგრამ, მზეს მიჩრდილავენ და სინათლის მაკლდება შუქი. - სიცელქედ მითვლი, რადგან მტაცებელს ახალისებს თამაში მსხვერპლთან და ვერ აღიქვამს ჰარმონიას ეჭვებით, მუქით. ხელისგულებს ვშლი აგერ, ნახე, შენსკენ გულებით! არ შემინახავს მისხალიც კი შავი დღისათვის, იცის ეს ღმერთმა და, ახლაც... მხოლოდ თითებს ხედავ, დასაკუთრებულს... ისრუტავ სივრცეს მოგონების გადასარჩენად... ... და გიკვირს, გიკვირს, რომ არ ავხსენი, რას ნიშნავდა მრავალწერტილი. მეგონა, მხოლოდ გრამატიკის სწავლებისას ასწავლიდნენ ამას სკოლაში. მე კი, აღარ მწყინს, რომ ვერასდროს ვერ გაიგე, რას გიყვებოდი... იფერებ ავად, რომ თავიდანვე, ზღურბლამდე მოსულს, ვერ ჩაგირაზე კარი ურდულით ცხვირწინ და თვალწინ. მაცხოვრის შიშით... --- ამემღვრა სისხლი... მინდა ფანჯარა გამოვაღო და ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი.. გაიხსნას ზეცა... მერე ჩავხედო ეგზიუპერს, იმ ვარდის გულში, ბატკანთან ერთად... დავუმატებდი... კიდევ პლანეტას, ვებერთელას... და უფლისწულის უამრავ კითხვა- მარგალიტებს დავარიგებდი ყველა სულდგმულის ხელისგულებში ,,ჩემი ოქროს" თამაშის წესით. --- არ გაიკვირვო... ვერ გაიგებ გემოს ხილისას... სხვა მოტივზეა აგებული შენი ტვინის უჯრედის გარსი... და... - უკაცრავად! ჩემ პლანეტაზე სხვანაირად იკითხება ადამიანი. ნ. ხოტივარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი