ვიცანი
ვიცანი ✍️ 💜 ახლა ამ ქოთანს, ხორბლისფერი მარცვლებით სავსეს, დავდგამ მიწაზე და ოლიმპით გავცდები აწმყოს, ქრისტიანი ვარ, ჯვარი მაქვს შუბლზე... ქვაზე კი არა, მიწაზე დავდგამ, რომ მიწის სითბომ მარცვლებს მისცეს ფესვი და საზრდო. არ მოვიხედავ უკან, რადგან არ ვარგა თურმე, დამშვიდობება პირისპირ ბედთან... ასეთიც ხდება მოკვდავებში, ურთიერთლოცვით... ასე ზურგს უკან გავეცლები მშფოთვარე აწმყოს და წარსულიდან მოვიკითხავ ჩემს თავს ძახილით, სულის ხედებში მეეჭვება ვიცნო პროფილი... თუმცა ფიქრები დამხვდებიან წმინდად ვარცხნილი. არსებობს სიტყვა მელნისფერი ფერით და სუნით - სიტყვა ,,ვეცდები " წამომცდება ბაგეს ჩურჩულით, ათასჯერ მეტი თავდაჯერებით მოვისხამ პლედს და გავცდები აწმყოს, შუა აღმართში დამეწევა გაწვდილი ხელი სხვა მომავლისა, სხვა სიმაღლისა, სულ სხვა სინათლის. აღარ დავეძებ შიშველ თვალებს, აღარც სიმორცხვეს, გზადაგზა ჩემი ნაბიჯებით მოვყვები ამბებს, ზღაპრებს დევებზე ანდა სულაც, მზეთუნახავ ცრემლის ასულზე. მე, ხომ ვიცი, რომ უსათუოდ მოვყვები ამბებს, და მე გაგიმხელთ ყველა ამბავს გულის ფიცარით, მე, თურმე უკვე შემხვდა ღმერთი, ახლა ვიცანი... 💜 ნინო ხოტივარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
💕